მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მაღალმთიან აჭარაში – ქედის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. ადმინისტრაციული ერთულის სოფლებთან მისასვლელი გზები უმოკლეს დროში გაიხსნება.

,,ადგილობრივ თვითმართველობებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება და ყველა ოჯახს ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. მოხდება დაზარელებული ოჯახების ქირით გაყვანა. ადგილზე მობილიზებულია საგზაო ტექნიკა და აქტიურად იმდინარეობს გზების გაწმენდა” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრები.

ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები