ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 53 ადამიანს დაუდასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 195 ადამიანის ტესტირების შედეგად, 53-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 878-ს აღწევს, რომელთაგანაც 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.