მოკლულია 1 და დაჭრილია 1 ადამიანი – კასპში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
კასპში შუახნის მამაკაცმა საკუთარ სახლში ორ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მათგანი გარდაიცვალა ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის, უცნობია თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი.
“რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე,
118-ეს პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.