ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პირველი დაინფიცირებული პირები – ერთი სოფელ ასკანიდან და ორი დაბა ლაითურის შემთხვევიდან, გამოჯანმრთელდნენ.
“რეგიონულ კვირას” ინფორმაციას ეპიდემიოლოგი ადასტურებს. აღნიშნული პირები უკვე სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ.
არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი ასაკოვანია. მათ შორის, ერთს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.