არჩილ თალაკვაძე: რამდენიმე ტელევიზია ეკლესიის დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობს და ამ ყველაფერს ხალხს აწვდის ისე, თითქოს ეკლესია საარჩევნო პროცესებშია ჩართული

რამდენიმე ტელევიზია ეკლესიის დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობს და ამ ყველაფერს ხალხს აწვდის ისე, რომ თითქოს ეკლესია საარჩევნო პროცესებშია ჩართული. სიმართლე არის ის, რომ სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა ადამიანები, ჩვენს შეხვედრებს ესწრებიან, არიან ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წევრები და როდესაც სადმე ჩავდივართ, საზოგადოებასთან ერთად ეს მოწვევა სასულიერო პირებსაც აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასულიერო პირები და რელიგიური ორგანიზაციები საქართველოში ყოველთვის სამართლიანობას, პროგრესს და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებს უჭერენ მხარს.

“რამდენიმე ტელევიზია ეკლესიის დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობს და ამ ყველაფერს ხალხს აწვდის ისე, რომ თითქოს ეკლესია საარჩევნო პროცესებშია ჩართული. სიმართლე არის ის, რომ სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა ადამიანები, ჩვენს შეხვედრებს ესწრებიან, არიან ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წევრები და როდესაც სადმე ჩავდივართ, საზოგადოებასთან ერთად ეს მოწვევა სასულიერო პირებსაც აქვთ. ჩვენ გვაქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, ჩვენ ვენდობით და გვჯერა ჩვენი მოქალაქეების და დარწმუნებული ვართ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ საზოგადოების მხარდაჭერით. შესაბამისად, ჩვენ შეხვედრებს ვატარებთ იმ მიზნით, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ – რისი გაკეთება შევძელით და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. სასულიერო პირები და რელიგიური ორგანიზაციები ამ ქვეყანაში ყოველთვის სამართლიანობას, პროგრესს, ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებს უჭერენ მხარს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები