“სუიციდი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა და ამასთან კომპლექსური ბრძოლაა საჭირო”

სუიციდი არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვის, თუ როგორია სოციალური ფონი ქვეყანაში, საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპლექსური ბრძოლაა საჭირო.

“სუიციდი არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა და ამასთან კომპლექსური ბრძოლაა საჭირო. პირველ რიგში, ესაა სუიციდის პრევენციის პროგრამები, რომლებშიც განათლების, სოციალური და სხვადასხვა კომპონენტები უნდა იყოს ჩართული. ჩვენ ასეთი ნაბიჯები განვახორციელეთ სასჯელაღსრულების სფეროში, სადაც ფუნდამენტური რეფორმები განხორციელდა და ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები