არჩილ თალაკვაძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცების მხრივ სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა საქართველოდან შემცირებულია

“სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცების მხრივ სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა საქართველოდან შემცირებულია,.ასევე გაუმჯობესებულია ბალანსი დავის მხარეებს შორის სისხლის სამართლის და სამოქალაქო მხარეებში, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაზე, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანს ეხებოდა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ დროისთვის ოტხეტაპიანი რეფორმის მეოთხე ტალღა ხორციელდება და პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება.

“სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცების მხრივ სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა საქართველოდან შემცირებულია,.ასევე გაუმჯობესებულია ბალანსი დავის მხარეებს შორის სისხლის სამართლის და სამოქალაქო მხარეებში. ეს პირდაპირ ჩანს სასამართლოს მუშაობის სტატისტიკაში. ჩვენ რეფორმების ოთხი ეტაპი გვქონდა – ახლა მეოთხე ტალღას ვახორციელებთ და სწორედ ამ ფარგლებში, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება, რომელიც სამ მნიშვნელოვან კომპონენტს უკავშირდება – ეს არის მოსამართლეების შერჩევის პროცესტან დაკავშირებული დასაბუთება, გასაჩივრება და კენჭისყრის პროცედურა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ყველა მხარესთან კონსულტაციები გვქონდა იმათთან, ვინც სამუშაო პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვა.ბოლო ერთ კვირაში პარლამენტში, ჩემი ხელმძღვანელობით სამი ასეთი ფართო შეხვედრა გავმართეთ.მესამე მოსმენამდე ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება კონკრეტულ დეტალებზე ვიმსჯელოთ.უკვე დროც არის იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით გვქონდეს ვენეციის მოსაზრება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები