“ქართული ოცნების” ლიდერებმა ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს.
გივი ჭიჭინაძის წარდგენის ცერემონია საარჩევნო ოლქში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმართა. პარტიის ლიდეერებმა იმერეთში განხორციელებულ და დაანონსებულ პროექტებზე ისაუბრეს. მათი თქმით, როგორც მთელს რეგიონს, ასევე წყალტუბოს დიდი პოტენციალი აქვს და მუნიციპალიტეტის აღდგენის პროექტი დაჩქარდება.
მსგავსად ქუთაისისა, მმართველი გუნდის კანდიდატის წარდგენას წყალტუბოში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.