პანკისში შმაგი მუთოშვილი დააკავეს
პანკისში 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს, რომელიც 2019 წელს, სისხლიანი დაპირისპირების დროს გარდაცვლილი ვისური მუთოშვილის ძმაა.
საქმე შეეხება, 29 ივნისს სოფელ დუისში მცხოვრები ქავთარაშვილების სახლის მისამართით განხორციელებულ სროლას და იარაღის უაკანონოდ გამოყენებას. დაკავებულის ოჯახი ბრალდებებს არ ეთანხმება.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 19-109 და 236 მუხლებით აღიძრა, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა და შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს.
არსებული ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის – მუთოშვილების და ქავთარაშვილების შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგძელელება იყო.
37 წლის ვირუსი მუთოშვულის მკვლრლობისთვის ორი პირიაა დაკავებული