ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები 20-მდე პირმა დატოვა

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები ყოველდღიურად მცირდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ 20-მდე პირმა დატოვა. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, მათთვის კახა ოქრიაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ხილვა ღალატის ტოლფასი აღმოჩნდა.

მათივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგება წასრულში დაბრუნებას ნიშნავს, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ერთ-ერთი მხარდამჭერი კახა ოქრიაშვილის “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეერთებას სიბოროტეს უწოდებს და ამბობს, რომ ადამიანს, ვისაც სამშობლოსთვის სიკეთე სურს “სისხლიანი რეჟიმის” ავტორებთან საერთო არ შეიძლება ჰქონდეს. დღეიდან კი პირები, რომლებმაც კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე უარი ხმამაღლა თქვა 2020-ის არჩევნებში მხარს, გოგი მიშველიანს დაუჭერენ. კახა ოქრიაშვილს მხარდამჭერები ბოლო ათი დღის განმავლობაში აქტიურად ტოვებენ და მის მხარდაჭერაზე უარი ამ დღეების განმავლობაში, 250-ზე მეტმა პირმა თქვა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, უკვე 200-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები