ხობში დასუფთავების აქცია გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“. აქციის ფარგლებში, დასუფთავდა ქალაქ ხობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეებმა და ა(ა)იპ-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
დასუფთავების აქცია კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ ხორციელდება.