ხობის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლების კრებებსა და მოსახლეობასთან კონსულტაციაზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სოფელ ზენში ხიდ-ბოგირის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 11640 ლარს შეადგენს. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
წელს საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 52500 ლარის ღირებულების ხუთი პროექტი განხორციელდება.