“ქართულმა ოცნებამ” სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ” ვანის მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარუდგინა.
წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ. მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ წარადგინა და მას წარმატებები უსურვა.
“მინდა წარმოგიდგინოთ ღირსეული ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, არის წესიერებისა და პატიოსნების გარანტი. ადამიანი,რომელსაც ჩემი წარდგენა არ სჭირდება.მინდა წარმატებები ვუსურვო მას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში”,- განაცხადა კალაძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ვანის მოსახლეობას არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და აღუთქვა, რომ ის იქნება მათი ხმა პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები