ქარელში ავარიისას დაშავებული 7 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკა “გორმედში” განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, 4 მათგანი გორის ხოლო 3 ქარელის კლინიკაშია გადაყვანილი. კლუნიკის ცნობით, დაშავებულთაგან 1 შუახნის ქალბატონის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და ის კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.
ცნობისთვის, ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. საჩხერე-თბილისის ხაზის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 1 მგზავრი გარდაიცვალა ხოლო 10 დაშავდა.