ბათუმში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ინფიცირებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, მაშველის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებული მეხანძრე-მაშველის ცვლაში მყოფ თანამშრომლებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ არიან გადაყვანილები. შენობებს სრული დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა.