იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.მათგან უმრავლესობა 32-ე სკოლას უკავშირდება, ნაწილს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, 60 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კლინიკა “ბომონდში” 67.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან უმრავლესობა, – 116 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, დედაქალაქში კი 30.