ზუგდიდის ლაბორატორიაში 649 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ექვსი დადებითია
ზუგდიდის ლაბორატორიაში 649 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ექვსი დადებითია, ამის შესახებ სამგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმ მალხაზ თორიამ განაცხადა.
თორიას ინფორმაციით, Covid-19 დაუდასტურდა აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. მათი დაინფიცირების წყარო საბერიოს ე.წ.კლასტერს უკავშირდება.
„ახალი კორონა ვირუსი დაუდასტურდა ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა, რაც შეეხება რეგიონში გამოვლენილ შემთხვევას, Covid-19 დაუდგინდა ერთ პირს, რომელიც სენაკელი ინფიცირებული ქალის კონტაქტია. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება”, – განაცხადა მალხაზ თორიამ
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეს, ბოლო მონაცემებით, საკარანტინე სივრცეში 139 მოქალაქე იმყოფება.