ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა ნაწილობრივ გაწმენდილია – მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი
ქედის მუნიციპალიტეტში ბათუმი-ახალციხის გზა ნაწილობრივ გაწმენდილია, მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი. მეწყრის შედეგად გზა ნახევარი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
ადგილზე დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს კრიტიკული ლოკაციების სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრები.
ასევე მეწყრული და ღვარცოფული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედაში და ოქტომბერში.
სიტუაცია ამ დროისთვის, მართვადია.