აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ინფიცირებულებს შორის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირები არიან.
გასული 24 საათის განმავლობაში, 3 500-ზე მეტი პისიარ ტესტი ჩატარდა. სამედიცინო დაწესებულებების კოვიდ ცენტრებში კორონავირუსზე მკურნალობის კურსს 486 პაციენტი გადის. მეთვალყურეობის ქვეშ 347 საეჭვო პაციენტი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები