პირს, რომელიც ახალციხიდან სომხეთში წავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

პირი, რომელიც სომხეთიდან ახალციხეში დედის დაკრძალვას დაესწრო, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირების შესახებ ანალიზის პასუხები გუშინ გახდა ცნობილი. ქალაქში კონტაქტების კვლევა დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ახალციხეში ასამდე ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

“რეგიონული კვირას” წყაროზე დაყრდნობით, ინფიცირებულმა დედის დაკრძალვის შემდეგ ქელეხი ახალციხეში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთი ჯერ კიდევ მწვანე ზონის სტატუსს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით, საქართელოში 3306 ინფიცირებული, 1481- კი გამოჯანმრთელებული პაციენტია. კარანტინში 5014 ადამიანი იმყოფება. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები