გურიაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გურიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფექციის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 4 შენთხვევა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში დაფიქსირდა.

განახლებული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ მიაწოდა.

“დღეს დაგვემატა 9 შემთხვევა, ინფიცირების რაოდენობა მთლიანად გურიაში 48 გახდა. ამ ცხრა შემთხვევიდან 4 არის ოზურგეთის, თვითიზოლაციიდან, ოთხივე მათგანი გადაყვანილია ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. ერთი შემთხვევა არის ქობულეთიდან, 4 შემთხვევა დაემატა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, რომლის კონტაქტებია კვლევა უკვე დაწყებულია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა უკვე იქ არის და ჩვენც მივდივართ. ვნახავთ, შევაფასებთ და ვიმოქმედებთ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით”, – განაცხადა მჟავიამ.

ამ დროის მონაცემებით, აპრილის თვიდან მოყოლებული, გურიაში კორონავირუსზე სულ 6145 ადამიანია გატესტილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები