კახეთის რეგიონში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 34-მდე გაიზარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, ინფიცირებულები ლაგოდეხის კლასტერს მიეკუთვნებიან და ორივე 5 წლამდე ბავშვია.
“გუშინ გავგზავნეთ 723 ნიმუში, აქედან 4 ნიმუში რჩება კვლევაში და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, 2 ზე კი დადებითი პასუხები მივიღეთ. დაინფიცირებულია 4 და 5 წლის ბავშვი”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
რეგიონში ამ დროისთვის, 3 საკარანტინე ლიკაციაზე 122 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 180 პირი რჩება.
შეგახსენებთ, კოვიდ 19- ის პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონის 2 სოფელში, მატანსა და ველისციხეში სამედიცინო კარვები მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს, თერმოსკრინინგი და ნებაყოფლობითი ტესტირება უტარდებათ.