სოფელ კაზლარი-თულარის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარი-თულარის ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებბ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე, სპეცტექნიკით მიწის ვაკისის მომზადება მიმდინარეობს.
პროექტის ჯამური ღირებულება 604 994 ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი, ადგილობრივი მოსახლეობის ათეულობით წლის პრობლემას მოაგვარებს, უამინდობის დროს შექმნილი შეფერხებები, რაც გზის დახრამვას და გადაადგილების შეზღუდვას უკავშირდებოდა სამუდამოდ გადაიჭრება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები