წალენჯიხაში გაზიფიცირება სრულდება – მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობას უახლოეს დღეებში შეძლებს

უახლოეს დღეებში, ქალაქ წალენჯიხაში ოჯახებს ბუნებრივი აირით სარგებლობა შეეძლებათ. ადგილზე გაზიფიცირების სამუშაოების სრულდება, მოსახლეობის გამრიცხველიანება დაიწყო – 2897 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

წალენჯიხაში მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის მაღალი წნევის გაზსადენი აშენდა და მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3-წლიანი გეგმის ფარგლებში, 13 ადმინისტრაციული ერთეული გაზიფიცირდება.

ასევე, შემცირდა აბონენტად რეგისტრაციის საფასური და შესაძლებელია საფასურის განვადებით გადახდაც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები