კალაძის რჩევა ქუთაისის მერობის კანდიდატს – “ყველაზე მნიშვნელოვანია, უსმინო თანაქალაქელებს”

იყო მერი, არ არის პრივილეგია, ეს არის ხალხის მსახურება – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქუთაისში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენაზე, თავისი თანამდებობა და ქუთაისის მერობის კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს რამდენიმე რჩევა მისცა.

თბილისის მერის განცხადებით, მთავარი თანაქალაქელების მოსმენა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაციაა.

“როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა რამდენიმე რჩევა მივცე, რომელიც იოსებ ხახალეიშვილს გამოადგება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა უსმინო თანაქალაქელებს. ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება უცებ, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაციით და შეხვედრებით, საუბრით ადგილობრივ მოსახლეობასთან, შესაძლებლია აუხსნა მათ რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს, რისი ხვალ, რა არის პრობლემა და რის გაკეთებას ვერ ვახერხებთ დღეს. იყო მერი, არ არის პრივილეგია, ეს არის ხალხის მსახურება”, – მიმართა კახა კალაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები