ქუთაისში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტ “ტაიკოში” ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროღუმელს გაუჩნდა, რის შედეგადაც პირველ სართულზე კაფეს სამზარეულოს ნაწილი დაიწვა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. თვითმხილველების თქმით, მომხდარის გამო დაპირისპირება მოხდა კაფეს მეპატრონესა და ადგილობროვებს შორის. ადგილობროვების მტკიცებით, იქ კვების ობიექტის არსებობა არ შეიძლება. ერთ-ერთ ადგილობრივს სასწრაფო დახმარება დაჭირდა. ამ დროისთვის, ხანძრის კერა ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები