ქუთაისში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს კოვიდინფექცია დაუდასტურდათ

ქუთაისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდნენ. ხუთი პირი კლინიკა “ბომონდშია” მოთავსებული. კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 66 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
პაციენტებს შორის 14 ბავშვი, 4 ორსული და ორი მელოგინეა. რამდენიმე მათგანს პნევმონია აღენიშნება, ხოლო მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი ხანდაზმული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები