მმართველი გუნდის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, ირაკლი ქადაგიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ყვარელში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას ძირითადად საუბარი განათლების თემას და მომავალი თაობის სოფლებში დაბრუნებას შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, არსებობს ბევრი პროგრამა, რაც ახალგაზრდებს კერძო ბიზნენსის განვითრებაში შეუწყობს ხელს.
„განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ განათლების თემაზე და იმაზე, რომ ძალიან ბევრი პროფესიაა, რაც დეფიციტურია და დიდი მოთხოვნაა ბაზარზე და რომ ახალგაზრდებმა სწორედ, თავისი მომავალი პროფესიის არჩევის დროს, ამაზე გააკეთონ აქცენტი. აგრეთვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ინფრასტრუქტურა იქმნება, რომ ამ პროფესიების დაუფლება შეძლონ. აღინიშნა ისიც, რომ ბევრი ახალგაზრდა ცდილობს, მათ შორის თბილისში მაცხოვრებელი, დაბრუნდეს და აქ ადგილზე დაფუძნდეს, ან დაუბრუნდეს თავის სახლს, და დაიწყოს საქმიანობა, მათ შორის მცირე ბიზნესთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.