ხაშურში მუშა დამქირავებელმა მოკლა
ხაშურში სამშენებლო კომპანიის დაქირავებული მუშა დამქირავებელმა მოკლა.
როგორც ” რეგიონული კვირისთვის ” გახდა ცნობილი, მუშა ცივი იარაღით შეიჭრა მაღაზიაში და თავს დაესხა შენობაში მყოფ პირებს რა დროსაც, დამქირავებელმა მოგერებიების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაქირავებული დაიჭრა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა.
შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ117 და სსკ 236 მუხლებით დაიწყო.