რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული სტუდენტები შეიყვანეს

საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულების, მაიკო ჯანაშანიას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სამი ახალგაზრდა გვყავს კლინიკაში განმუხურის საკარანტინო სივრციდან გადმოყვანილი, ხოლო მეოთხე ინფიცირებული ე.წ. საბერიოს კლასტერიდანაა. ის ენგურჰესის თანამშრომლის კონტაქტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მაიკო ჯანაშამ.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, რუხის კლინიკა კოვიდინფექციისგან ცხრა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები