სოფელ ბეჩოში ქალი დაჭრეს

მესტიის სოფელ ბეჩოში ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა, მაშინ მიაყენეს, როცა ქმართან ერთად ყანაში მუშაობდა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა მესტიის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები