“კლინიკა ბომონდი”-ს მედიკოსებმა კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ამშობიარეს. 38 კვირის კოვიდდადებითი ორსული კლინიკაში ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ორსული კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ ამშობიარეს.
“დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი,” – ამბობს თეონა ლორთქიფანიძე.
“კლინიკა ბომონდი”-ს სტაციონარში ამ დროისათვის კოვიდდადებითი 60 პაციენტი გადის მკურნალობას.