ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს დირექტორმა და ქალაქის მერმა დევნილების საცხოვრებელი პირობები ადგილზე მოინახულეს და მათი პრობლემები მოისმინეს.

ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, დევნილთა სააგენტო ზრუნავს, რომ განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული განათლების, თვითდასაქმების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები