გაქურდული ობიექტები ჩხოროწყუში – შსს მომხდარს იძიებს
ჩხოროწყუში მაღაზია, ბენზინგასამართი სადგური და აფთიაქი წუხელ გვიან ღამით გაქურდეს. ქურდობის ორი ფაქტი ქალაქის ცენტრში, ერთი კი ქვედა ჩხოროწყუში დაფიქსირდა.
ჩხოროწყუს ცენტრში, მშვიდობის ქუჩა 7-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის მეპატრონის ნოდარ ცირდავას თქმით, წუხელ დაახლოებით სამ საათზე მისი მაღაზიის კარები გატეხეს და სალაროდან წაიღეს 350-400 ლარის ოდენობის თანხა.
მისივე თქმით, გამთენიისას ასევე გაიქურდა ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე აფთიაქი, საიდანაც წაღებულია 250 ლარი და ქვედა ჩხოროწყუში მდებარე ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით იგივე თანხა.
შს სამინისტროშ “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.