“დავასუფთაოთ მსოფლიო” კამპანიის ფარგლებში ონში დასუფთვების აქცია მოეწყო
მსოფლიოს დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის მერიამ მასშტაბურ აქციაში “დავასუფთავოთ საქართველო” მონაწილეობა მიიღო და ქალაქ ონში არსებული მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ცნობისთვის, 18, 19, 20 სექტემბერს, მსოფლიოში ერთერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანია – ,,დავასუფთავოთ მსოფლიო”, რომელსაც საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით ტარდება და მასში დღეისთვის მონაწილეობას 135 ქვეყანა იღებს.
კამპანიის ფარგლებში, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს გასაწმენდად მრავალ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციები ტარდება. ამ მიზნით ერთიანდება: სხვადასხვა ორგანიზაცია, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები.
2010 წელს აღნიშნულ კამპანიას საქართველოც შეუერთდა.
სიმბოლური აქციის მიზანია, საზოგადოების ცნობიერებისა და შეგნების ამაღლება, საზოგადოების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა. რადგანაც გარემოს დაბინძურება ძალიან ხშირად ადამიანების დაუდევრობით ხდება.