მსოფლიო დასუფთავების დღეს გორის მერია შეუერთდა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დასუფთავების აქციას შეუერთდნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
აქციები ლოზუნგით – „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“, კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში მოეწყო.
“აქციის მონაწილეებმა კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებაში 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაასუფთავეს.
მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა (პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო 10 წელია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია აღინიშნება.
მიმდინარე წელსაც „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში დასუფთავების აქციები 18, 19 და 20 სექტემბერს იმართება.”- განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში