სოფელ ჯვარაში 60 ბავშზე გათვლილი საჯარო სკოლა შენდება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისის იქნება და ის სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.
პროექტის ფარგლებში, შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.
მერიის ცნობით, ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.
მისი სახელშეკრულებო ღირებულება კი 1 087 487 ლარს შეადგენს