ახალ ხიბულაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციაზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გაშფერდში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო ზუბში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ზუმბის ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 12 988 ლარია გამოყოფილი, გაშფერდში ბაღის რეაბილიტაციაზე კი 13 101 ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებულები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ცნობისთვის, წელს ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 51 პროექტი განხორციელდება.