შუახევში მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

შუახევის მუნიციპალიტეტში ერთერთ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც ადასტურებენ. ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ყველა დადასტურებული შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, პაციენტთან კავშირში მყოფ ყველა პირს პისიარ ტესტირება ჩაუტარდა, პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მედიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი.
ნონა ეფაძის განმარტებით, დანარჩენი 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დანარჩენებთან შედარებით საყურადღებოა.
,,ყველა დადასტურებული შემთხვევის ირგვლივ უწყება მუშაობს ეფექტურად. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. მობილიზებულია დამატებითი საწოლები. იზრდება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაც. დღის ბოლოსაც ველოდებით რამდენიმე მათგანის გაწერას. ყველა დაწესებულებაში რომელთანაც კავშირშია ინფიცირებული პირები ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. გვყავს დაავადებული მედიკოსები, ასევე არასრულწლოვნები და ორსულებიც. საყურადღებო პაციენტები გვყავს კლინიკაში. დიდი რაოდენობით ტესტირება უტარდება გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებს“ -განაცხადა ნონა ეფაძემ
შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები