გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს განაგრძობს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს აგრძელებს.
მაჟორიტარობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს თანამშრომლებსა და ტერიტორიული ერთეულების მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.
“საჯარო მმართველობის ადმინისტრაციული რესურსი მნიშვნელოვანი რგოლია სახელმწიფოს წარმატებით შენების გზაზე. ჩვენ დღეს ვისარგებლეთ შესვენების საათებით და მოვისმინეთ მათი ხედვა და მზაობა, რათა ისინი უფრო ეფექტურად ემსახურონ ხალხს და ქვეყანას, გავაცანით სახელმწიფოს კურსი და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა.მჯერა მათი გულისხმიერებისა და ურთიერთთანამშრომლობისა”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
ცნობისთვის, შეხვედრები მაჟორიტარობის კანდიდატთან მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.