აქციას “დავასუფთავოთ მსოფლიო” ცაგერიც შეუერთდა
აქციას “დავასუფთავოთ მსოფლიო” ცაგერის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცაგერის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დასუფთავების კამპანიაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. კამპანიის ფარგლებში ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, სავაჭრო ობიექტების, წყაროების და სკვერების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა, ყვავილები დაირგო.
“სუფთა გარემო კიდევ უფრო მოუხდება ჩვენს ლამაზ ქალაქს, თითოეულმა მოქალაქემ თავის ირგვლივ გარემოს დასუფთავებაზე ყოველდღიურად უნდა იზრუნოს, დღევანდელი ჩვენი აქცია სწორედ ამას ემსახურება”, – განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტი აქციაში ყოველწლიურად ერთვება.