წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის დღეს იმერეთში გამოვლენილი შემთხვებიდან ერთერთია.
როგორც “რეგიონულ კვირას” წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა
ჩხეტიანმა განუცხადა, პედაგოგმა ვირუსზე ტესტი გუშინ ჩაიტარა და დადებითი პასუხი აჩვენა. ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება.