რუსთავში კორონავირუსი ოფთალმოლოგს დაუდასტურდა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსი რუსთაველ ოფთალმოლოგს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

“გუშინ დილით შემოიყვანეს 31 წლის ქალი, საღამოს მივიღეთ კორონავირუსზე დადებითი პასუხი და თბილისის კოვიდცენტრში გადავიყვანეთ. მიდი ინფიცირების წყარო დაზუსტებული ამ ეტაპზე არ არის და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ ეტაპზე მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – თქვა პაპუნა ბახტაძემ.

ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე, კრონავირუსის 41 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები