მსოფლიო დასუფთავების კამპანიას სამტრედია შეუერთდა
მსოფლიო დასუფთავების კამპანიას სამტრედიის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მსოფლიო პანდემიიდან და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დასუფთავების აქცია მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და სახელმწიფო რეგულაციების სრული გათვალისწინებით ჩატარდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,საჯარო მოხელეებმა და მოხალისეებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიები დაასუფთავეს.
2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია: “ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.
ცნობისთვის, „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
კამპანია საქართველოში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
საერთაშორისო კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა და მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.