გორში კორონავირუსი 6, 11 და 14 წლის ბავშვებს დაუდასტურდათ
შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები 6, 11 და 14 წლის ბავშვები არიან. სამივე შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისს უკავშირდება.
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის განცხადებით, მიუხედავად კოვიდინფიცირების რიცხვის მატებისა სოფელ ტირძნისში დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
“სოფელ ტირძნისში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
ეს ბავშვები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, ვინაიდან მათი ოჯახის წევრს 15 სექტემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი, გაგზავნილი იყო ნიმუშები და ველოდებოდით პასუხებს“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.