კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა

კახეთში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 32 შეადგინა. დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთი მათგანი ლაგოდეხის, ხოლო მეორე, სოფელ მატანის კლასტერს უკავშირდება.

“ამ დროის მონაცემებით, დაგვემატა 2 შემთხვევა, 1 შემთხვევა არის ლაგოდეხში, 1-მატანში. პირველი შემთხვევას რაც შეეხება, ქონდა აჭარაში მოგზაურობის ისტორიაც და დაინფიცირებულთან კონტაქტიც,
მეორე შემთხვევას რაც შეეხება, იყო დაინფიცირებულთან კონტაქტი. ჯამში რეგიონში 32 კოვიდ ინფიცირებულია”- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში დამატებითი “ცხელების ცენტრების” ამოქმედება არ იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები