სამეგრელოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესობა მათგანი ბათუმს უკავშირდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსზე ტესტირება, 691 პირს ჩაუტარდა, საიდანაც კოვიდინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
თორიას ინფორმაციით, უმეტესობა მათგანი ბათუმს უკავშირდება.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსზე ტესტირება 691 პირს ჩაუტარდა. ამჟამად 500 ტესტის პასუხია ცნობილია, საიდანაც ცხრა დადებითია და 491 უარყოფითი. ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება, ოთხი კი, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირია, ისინი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ. დანარჩენი ოთხი ახალი შემთხვევა ფოთში დაფიქსირდა, მათგან ერთი გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი პიროვნება კი ერთი ოჯახის წევრია. ყველა მათგანი ე.წ ბათუმის კლასტერს ეკუთვნის”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 123 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები