რუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„კლინიკაში მყოფთაგან კორონავირუსი ათმა პაციენტმა დაამარცხა, თუმცა ისინი დღის ბოლომდე დარჩებიან კლინიკაში და კიდევ ერთხელ შემოწმდებიან, ხოლო ამის შემდეგ გაეწერებიან სახლში. ამჟამად კლინიკაში 60 კოვიდ დადასტურებული პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.

საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში სულ 64 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 60 კოვიდინფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები