იმერეთში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან უმრავლესობა 32-ე საჯარო სკოლის კლასტერია, ნაწილი აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1132 ლაბორატორიული კვლევა დამუშავდა.
“სულ 1132 ნიმუში იქნა აღებული,მათგან დადასტურდა 11. აქედან უმრავლესობა 32-ე სკოლის კლასტერია. ერთი შემთხვევა უკავშირდება ჭიათურას, სადაც ინფიცირებულია სკოლის მოსწავლე. საბედნიეროდ ის არ იმყოფებოდა სკოლაში, რაც გვამშვიდებს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ კონტაქტებზე”,- განაცხადა შალამბერიძემ.

ქუთაისში, ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 100-ზე მეტი პაციენტი გადის მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები