“ნაცმოძრაობის” მხარდამჭერის მტკიცებით, ქართველი ამომრჩეველი “ბნელია”
“ნაციონალური მოძრაობის” მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის აქტიური მხარდამჭერი ზურა ბურდული ქართველ ამომრჩეველს “ბნელს” უწოდებს. ამის შესახებ ბურდულმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, “ბნელ” ამომრჩეველს წარმოდგენა არა აქვს რას ნიშნავს საკანონმდებლო ორგანო.
“ამომრჩეველი რომ არის ბნელი შედეგიც შესაბამისია.
დეპუტატობის კანდიდატი რომ გპირდება წყალს,გზას და ა.შ გავაკეთებო და ამისი გჯერა, ამომრჩეველს წარმოდგენა არა აქვს, რომ დეპუტატს ამის განხორციელების არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია!!
ასეთ ამომრჩეველს წარმოდგენა არა აქვს რას ნიშნავს საკანონმდებლო ორგანო, თავისი დებუტატით!
ამიტომ ბნელი ამომრჩეველი,ძალიან იოლი სამართავია გაიძვერა დეპუტატობის კანდიდატების მხრიდან!
‼‼‼ არ მახსოვს მომავალი პარლამენტარის მიერ, დაპირებული ერთი საკანონმდებლო ინიციატივა.
ანუ ის, რა საქმიანობისთვისაც ამომრჩეველი მას ხმას აძლევს და ირჩევს!!!”, – წერს ზურა ბურდული სოციალურ ქსელში.